Thursday, October 31, 2019
ინგლისური ენის წრე "გვიყვარდეს ინგლიური ენის სწავლა"
31.10.2019-ში ჩატარდა ინგლისური ენის წრე-"გვიყავრდეს ინგლისური ენის სწავლა", რომელსაც ესწრებოდნენ მესამე კლასის მოსწავლეები. დღევანდელი სამუშაო დღის თემა იყო "სიტყვებისმარკეტი", ჯგუფებს შორის შეჯიბრი ერთმანეთის მიერ ნაკარნახები წინადადებების წერაში. წინასწარდარიგებულ ფურცლებზე მოსწავლეებმა დაწერეს ტავისი მოფიქრებული, ან სახელმძღვანელოში მოძებნეს სასურველი წინადადებები, უკარნახეს მოწინააღმდეგე ჯგუფს, შემდეგ გამოაკრეს დაფაზე, შეადარეს ერთმანეთს, შეამოწმეს. შეხვედრა ნაყოფიერი და სახალისო გამოვიდა მოსწავლეებისათვის.
ინგლისური ენის წრე "მოვემზადოთ აბიტურიენტობისთვის" XIკლასში
31.10. 2019-ში ჩატარდა ინგლისური ენის წრის მეცადინეობა, რომელსაც ესწრებოდნენ მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები. დღევანდელი დღის თემა იყო - ტექსტის წაკითხვა-გააზრება-გამოტოვებული სიტყვების ჩასმა. მოსწავლეებმა იმუშავეს წინასწარმომზადებულ ტექსტებზე ინდივიდუალურად, ჩასვეს გამოტოვებული სიტყვები, შეამოწმეს მოცემული დავალება და განიხილეს თითოეული შეცდომა. იმსჯელეს, მოცემმული სავარჯისჰოს მარტივად შესრულების გზებზე.
Wednesday, October 30, 2019
სოციალური პროექტი "მოვეფეროთ მოხუცებს"
30.10.2019-ში შედგა სოციალური პროექტის-"მოვეფეროთ მოხუცებს" მეორე სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და პედაგოგები. შეხვედრის დამსწრე საზოგადოება გაეცნო პროექტის მიზანს, ეტაპებს, სამომავლო გეგმებს. იმსჯელეს მოცემულ თემაზე, განიხილეს თითოეული ეტაპი, მოსალოდნელი რისკები, რისკის თავიდან აცილების ან(და) გადაჭრის გზები. პედაგოგს მიაწოდეს იდეები პროექტის გაუმჯობესებისათვის.
სოციალური პროექტი "საოცარი დედა"
30.10.2019 მოეწყო სოციალური პროექტის-"საოცარი დედის" მეორე სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პროექტის არეალის გაფართოების მიზნით დაესწრნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და პედაგოგები. შეხვედრაზე განხილული იქნა, პროექტის სამოქმედო გეგმა, მოსალოდნელი რისკები, გამოითქვა სხვადასხვა აზრი პროექტის წარმატებულად დასრულებისთვის.
სოციალური პროექტი "ჩემი სკოლის ეზო"
29.10.2019-ში მოეწყო სოციალური პროექტის, "ჩემი სკოლის ეზოს" ბოლო სამუშაო შეხვედრა-მრგვალი მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტში მონაწილე მეხუთე კლასის მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია, ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები, რა გამოცდილება შეიძინეს, რა მოეწონათ, რას გამოასწორებდნენ.
Tuesday, October 29, 2019
ინგლისური ენის წრე "გვიყვარდეს ინგლისური ენის სწავლა"
29.10.2019-ში მოეწყო ინგლისური ენის წრის, "გვიყვარდეს ინგლისური ენის სწავლა" მორიგი შეხვედრა მესამე კლასში. მოსწავლეებმა განიმტკიცეს ანბანი, ბგერები, გაიხსენეს ნასწავლი სიტყვები, დააჯგუფეს თემების მიხედვით. შეისწავლეს მარტივი, მცირე ზომის წინადადებების შედგენა.
Subscribe to:
Posts (Atom)