Thursday, October 24, 2019

ინგლისური ენის წრე "გვიყვარდეს ინგლისური ენის სწავლა" III კლასი

24.10.2019-ში ჩატარდა ინგლისური ენის წრის მესამე მეცადინეობა მე-3 კლასში. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ანბანი, როგორ იკითხება თითოეული ასო. მასწავლებელმა დაურიგა ასოები, რომლებზეც მოიფიქრეს სიტყვები და თარგმნეს. შემდეგ შეაერთეს მარცვლები, ისე რომ გამოსულიყო სიტყვა. განსაკუთრებული მონდომებით და დიდი ხალისით გააკეთეს აქტივობა, რომლის დროსაც მასწავლებლის მიერ დარიგებული დაჭრილი სიტყვების მეორე ნახევრები უნდა ეპოვათ თანაკლასელებთან. შეხვედრა აქტიური და საკმაოდ ინფორმაციული გამოვიდა. მმოსწავლეებმა განამტკისეს ასოების წაკითხვის და წერის წესები, გაიმდიდრეს სიტყვათა მარაგი.












No comments:

Post a Comment